logo
ENG



დიმიტრი საძაგლიშვილი: გიორგი რურუა უდანაშაულოა, ის დანაშაულის მსხვერპლია

10 თებ 202008:51
3 წუთის საკითხავი
 

გიორგი რურუას მორიგი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. როგორც მისი ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი „ფორმულასთან“ საუბრისას ამბობს, „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის წინააღმდეგ სასამართლოს არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია. სასამართლო პროცესს სოლიდარობის ნიშნად სამოქალაქო აქტივისტებიც დაესწრებიან და მხარდასაჭერ აქციასაც გამართავენ.

„იწყება გიორგი რურუას საქმის არსებითი განხილვა საქალაქო სასამართლოში. მოლოდინი გვაქვს, რომ ყველა ეტაპზე და სხდომაზე მოხდება იმის გამოაშკარავება, რომ გიორგი არის უდანაშაულო და პირიქით აქეთ არის დანაშაულის მსხვერპლი, ვინაიდან პოლიციელებმა მას იარაღი ჩაუდეს. სამწუხაროდ არ გვაქვს პოზიტიური მოლოდინი სასამართლოს მხრიდან ამ ყველაფრის გააზრების, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა დარწმუნდეს, გიორგი დაკავებულია იმიტომ, რომ „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია და ანტისაოკუპაციო აქციებში აქტიურად მონაწილეობდა“, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 18 ნოემბერს, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით დააკავეს.


close დახურვა